სასწრაფო დახმარება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ტაბულას სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე ვაკეში, ცხვედაძის ქუჩაზე იმყოფებოდა. შეტყობინების თანახმად, პაციენტს ფეხის არეში ტრავმა ჰქონდა მიღებული. ექიმებს ადგილზე დახვდა 5 ნასვამი პირი, რომლებმაც მედიკოსებს პაციენტისთვის პირველადი დახმარების საშუალება არ მისცეს. 

შემდეგ სასწრაფო მანქანას ქავთარაძის ლეჩკომბინატამდე თვითნებურად გაჰყვნენ და როდესაც მძღოლს დაშავებული რეანომობილიდან გადმოჰყავდა, მათ მძღოლს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამჟამად მძღოლი რეანიმაციაში იმყოფება.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია ცემის ფაქტზე. ხოლო ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები