მაუწყებლობის შესახებ კანონი

ფრონტლაინ ჯორჯიაში სარეკლამო რეგულაციებზე დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

"ფრონტლაინ ჯორჯიაში" დღეს, 15:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ახალ სარეკლამო რეგულაციებთან დაკავშირებით.

ცვლილებები კანონში 1 აპრილიდან შევიდა ძალაში, დოკუმენტში განსაზღვრული რეგულაციები ეტაპობრივად, მომდევნო სამი წლის მანძილზე ამოქმედდება. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად ყოველ სამაუწყებლო საათში რეკლამის 20 % -იანი ლიმიტია დაწესებული, რაც 1 საათში 12 წუთს შეადგენს. გაიმიჯნა სასპონსორო და სარეკლამო მომსახურების პირობები.

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, კანონი უზრუნველყოფს სარეკლამო ბაზრის ბალანსირებულად სეგმენტირებას, რაც გაზრდის ბეჭდური და ონლაინ მედიის შემოსავალს.

მომხსენებელი - კახა ბექაური, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი. მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

შეხვედრა იმართება საქართველოს საზოგადოებრი საქმეთა ინსტიტუტის GIPA ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის ინიციატივით.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: “Frontline კლუბი საქართველო” - ლადო ასათიანის #62 

კომენტარები