სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები გამოვლინდა

0 კომენტარი
უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის სპეციალური ანგარიშები წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, საბავშო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები გამოვლინდა. ასევე ანგარიშში მოხვდა საბავშვო ბაგა-ბაღების არასათანადო ინფრასტრუქტურის და სანიტარულ-ჰიგიენური გარემოს პრობლემები.

"პრობლემები არის მრავალმხრივი. სკოლამდელ დაწესებულებს რაც შეეხება, პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს აქვს ადგილი. არ არის საუბარი ფიზიკურ ძალადობაზე, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. ასევე ცალკე საკითხია აღმზრდელების და პედაგოგების კვალიფიკაცია და მათი მომზადების დონე", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მაღალმთიან რეგიონებში კი პრობლემურია სოციალური პროგრამების ეფექტური გატარება, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის, სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის საკითხი და ინკლუზიური განათლების დანერგვის ხარისხი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები