ირაკლი ღარიბაშვილი საყდრისზე

ღარიბაშვილი: საყდრისის დაცვა დივერსიაა, სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

საყდრისის დაცვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დივერსიაა და ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, კომპანიაში 3 000 ოჯახი მუშაობს და ვინც RMG-gold-ის სამუშაოების გაჩერებას ცდილობს, სწორედ ამ ოჯახებს ებრძვის.

„ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, თავისი სატელიტი ორგანიზაციებით და ფსევდო კულტურის დამცველების მეშვეობით ამ ადამიანებს ებრძვიან. 3 000 ოჯახს ებრძვიან. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მე გაძლევთ სიტყვას და პირობას, რომ RMG-gold-ს ვერავინ გააჩერებს. ეს არის დაუშვებელი, რომ 3 000 ოჯახი დარჩეს სამუშაოს გარეშე.“ - განაცხადა ღარიბაშვილმა

პრემიერის თქმით, საყდრისის დამცველებს არ აქვთ გააზრებული, რას აკეთებენ და ისინი ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ.

„მაინტერესებს უბრალოდ ამ ადამიანებს თუ აქვთ გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. მათ არც პასუხისმგებლობა გააჩნიათ, არც გააზრებული აქვთ ის რისკი, რომელიც არის ეს ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. მე ვიტყოდი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებით, რაც ხდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წინააღმდეგ, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები