სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

კალაძე: ლევან ყიფიანის საქმეს მთავრობა განიხილავს

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის უარყოფით დასკვნას მთავრობა განიხილავს - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

"ამ თემის განხილვა მოხდება. გამიჭირდება ზეპირად საუბარი. არ ვიცი ის არგუმენტები, რაც პარლამენტს გააჩნია, არც ის არგუმენტები, რომელიც ლევან ყიფიანს აქვს. გუნდში მოხდება ამის განხილვა და შესაბამისად, მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა კალაძემ.

სპორტის საპარლამენტო კომიტეტმა ლევან ყიფიანის გასული წლის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. თავად ლევან ყიფიანის განცხადებით ის მზად არის ყველა კითხვას არგუმენტირებული პასუხი გასცეს.

კომენტარები