პოლიციელის მკვლელობა

იზორია: პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძეა

შალვა აბულაძე
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია ადასტურებს,პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძეა. იზორიას თქმით, აბულაძის სახელი ბორჯომში პოლიციელის მკვლელობის ფაქტსაც უკავშირდება. ამის შესახებ იზორიამ იმედის კვირაში განაცხადა.

“ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ეს არის შალვა აბულაძე, რომელიც ასევე იძებნებოდა ბორჯომში მომხდარი ანალოგიური ფაქტის გამო. პოლიციელებმა სწორედ ამ ძებნილი პიროვნების შეჩერება სცადეს და მან პოლიციელებს ესროლა.

 ყველა ამ შემთხვევიდან ამოღებული მასრების ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ერთი აიარღიდან მოხდა გასროლა და ჩვენ ვიცით ბრალდებულის ვინაობა და ამის შესახებ მინისტრმაც განაცხადა“- განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვარკეთილის მეტროსთან შეიარაღებულმა პირმა ორ სამართალდამცველს ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.

კომენტარები