ქართველები სირიაში

გომელაური: მივმართეთ თურქულ მხარეს, რომ სირიიდან ბავშვი დავაბრუნოთ

ვახტანგ გომელაური - შს მინისტრი
ტაბულა

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სამინისტრო სირიაში წასული არასრულწლოვნის საქართველოში დაბრუნებას ცდილობს. მისივე თქმით, წარსულში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ადამიანები უკან დაუბრუნებიათ.

"არასწორად მოიქცა მესაზღვრე, როდესაც გაეპარა მას, ფაქტობრივად, ერთი პირი. მეორე სრულწლოვანია - 18 წლის. მოგეხსენებათ, რომ თურქეთში გასვლა ხდება ID ბარათებით და არა საზღვარგარეთის პასპორტებით. როგორც ამიხსნეს, ვიზუალური შეხედულებით არ ჰგავდა არასრულწლოვანს და ეჭვი არ შეუტანიათ - თუმცა, ეს არ ამართლებს, რა თქმა უნდა, მესაზღვრეს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, უნდა მეტი ყურადღებით იყვნენ. თუმცა, ჩვენ დავუკავშირდით თურქულ სპეცსამსახურებს, რომლებსაც ვთხოვეთ, რომ შეძლებისდაგვარად მოხდეს ამ ბავშვის უკან დაბრუნება. ამაზე ვმუშაობთ. მოკვლევა დაწყებულია. შეიძლება, არ უნდა ვიძახდე ამას, მაგრამ იყო ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც ჩვენ უკან დავაბრუნეთ ადამიანები და არა მხოლოდ არასრულწლოვნები", - თქვა გომელაურმა.

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად კიდევ ორი ახალგაზრდა წავიდა. ოჯახის წევრების ცნობით, 16 წლის არასრულწლოვანმა მ.კ-მ და 18 წლის რ.ბ-მ თურქეთ-სირიის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადაკვეთეს. 

კომენტარები