იემენი

რუსეთი ჰუსიტი მეამბოხეებისთვის შეიარაღების მიწოდებას უარყოფს

freethisworld.com

რუსეთის საგარეო უწყებამ კატეგორიულად უარყო იემენის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალდება მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდების შესახებ. როგორც რიად იასინმა განაცხადა, თვითმფრინავებით, რომლებითაც რუსეთის მოქალაქეთა ევაკუაცია მოხდა, რუსეთმა მეამბოხეებს შეიარაღება მიაწოდა. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ლუკაშევიჩმა ამ განცხადებას სიცრუე უწოდა და იემენელ დიპლომატს ურჩია, ფანტაზიებს თავი დაანებოს. დღეს ცნობილი გახდა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა საერთაშორისო კოალიციისგან მიიღო ნებართვა, იემენში სამედიცინო ტვირთი შეიტანოს.

კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით ავიადარტყმებს ჰუსიტი მეამბოხეების წინააღმდეგ 26 მარტიდან ახორციელებს. ბრძოლები ქალაქ ადენის მიდამოებში გრძელდება. კოალიციის სამხედრო ავიაცია იარაღს და ტყვია-წამალს სამთავრობო ძალებს ჰაერიდან აწვდის.

მეამბოხეები ამ დრომდე ქვეყნის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. პრეზიდენტმა მანსურ ჰადიმ იემენი დატოვა.

კომენტარები