ტერორიზმი

კენიამ სომალიში ალ-შაბაბის ორი ბაზა ააფეთქა

AP

კენიის რეაქტიულმა თვითმფრინავებმა სომალიში ისლამისტური ტერორისტული ჯგუფის, ალ-შაბაბის ბაზები ააფეთქეს. ამის შესახებ BBC-სთან კენიელმა სამხედრო პირმა ისაუბრა.

მისი თქმით, თვითმფრინავების სამიზნედ გედოს რეგიონში მდებარე ორი ბანაკი იქცა, რომელსაც ალ-შაბაბის წევრები მეზობელ კენიაში გადასასვლელად იყენებდნენ.

კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ პირობა დადო, რომ გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმას უმკაცრესად უპასუხებდა.

კენიის ჯარის წარმომადგენელმა პირმა ასევე დაამატა, რომ ბაზების აფეთქება ალ-შაბაბიდან მომდინარე საფრთხეზე პასუხი იყო.

მისი თქმით, ალ-შაბაბის ორი ბაზა განადგურებულია.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ისლამისტური დაჯგუფება ალ-შაბაბის მებრძოლები კენიაში უნივერსიტეტში შეიჭრნენ და სტუდენტები მძევლებად აიყვანეს. ტერორისტულ აქტს 150 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები