გიორგი ონიანის საქმე

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პროკურატურას ონიანზე ზეწოლაში ადანაშაულებს

gba.ge

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პროკურატურის მხრიდან ადვოკატ გოგა ონიანის მიმართ ზეწოლის ფაქტზე საუბრობს. მისი თქმით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გასული ფარული ჩანაწერი გოგა ონიანის მიმართ ზეწოლას ადასტურებს. ხატიაშვილი ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერში პროკურატურის მხრიდან გოგა ონიანის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძახებულ მოწმეებზე გარიგების ნიშნები აშკარაა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ შს სამინისტრო გოგა ონიანის წინააღმდეგ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

კომენტარები