საჯარო ფინანსები

თბილისის ბიუჯეტის განახლებული ვარიანტი საკრებულოში დამტკიცდა

timer.ge

თბილისის ბიუჯეტის განახლებული ვარიანტი საკრებულოში დამტკიცდა. მას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგ წავიდა. ბიუჯეტი 47 მილიონით გაიზარდა და ჯამში 851 მილიონი შეადგინა.

ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებითი სასხსრების მობილიზაცია წარმოადგენს. ზრდის ერთ-ერთ მიზეზი EBRD-ის კონფერენციისთვის ავტომობილების შემცირებაცაა. კითხვაზე, თუ რატომ გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, მაშინ, როდესაც მთავრობამ ყველა თვითმმართველობას ხარჯების შემცირება დაავალა, თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ ბიუჯეტის ზრდა და ხარჯების შემცირება ერთმანეთთან შესაბამისობაშია.

კომენტარები