ობამა: ვაშინგტონი ისრაელის უსაფრთხოებას ბოლომდე დაიცავს

worldtribune.com

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფუნდამენტურ შეცდომად მიიჩნევს ისრაელის მოთხოვნას, ირანთან ატომური პროგრამის თაობაზე შეთანხმების პირობად თეირანის მიერ ისრაელის სახელმწიფოს ცნობის დაყენების შესახებ. ბარაკ ობამას თქმით, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმებას ხელი არ უნდა მოეწეროს, სანამ ირანის რეჟიმის საფუძვლები არ შეიცვლება. მაგრამ, ობამას განცხადებით, ამერიკას სწორედ იმიტომ არ სურს, ირანმა ატომური იარაღი შექმნას, რომ თეირანის რეჟიმის ბუნების შეცვლის იმედი არ აქვს.

"ირანი რომ უცებ გერმანიად, შვედეთად ან საფრანგეთად გადაქცეულიყო, მის ატომურ ინფრასტრუქტურაზე სულ სხვა საუბარი იქნებოდა", - განაცხადა ობამამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს ირანის პოლიტიკის გამო შეშფოთების საფუძველი აქვს, მაგრამ ვაშინგტონი ისრაელის უსაფრთხოებას ბოლომდე დაიცავს.

მანამდე ისრაელის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა ექვსეულისა და ირანის შეთანხმება ირანული ატომური პროგრამის შეკვეცის შესახებ და განაცხადა, რომ ის საფრთხეს უქმნის ისრაელის არსებობას.

კომენტარები