საჯარო ფინანსები

დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება დღეიდან დაიწყო

iStockPhoto

შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება დღეიდან დაიწყო, შემოსავლების სამსახურს თანხის დაბრუნებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული აქვს სამი თვე, თუმცა მომხმარებლები ამ თანხას ვადაზე გაცილებით ადრე მიიღებენ. 

შემოსავლების სამსახურში დღეისათვის უკვე 313 ათასი დეკლარაცია არის შევსებული, რაც წინასწარი შეფასებით, სრული რაოდენობის ორ მესამედს შეადგენს. 

მოქალაქეებს, როგორც 2014, ისე 2013 წელს მიღებული შემოსავლებიდან შეუძლიათ დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნა. დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებისთვის მათ დეკლარაციის შევსება 30 სექტემბრამდე შეეძლებათ.

გასულ წელს სახელმწიფომ დაუბეგრავი მინიმუმის სახით 138 მილიონი ლარი გასცა. თუმცა მთავრობამ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება მხოლოდ ორი წლის მანძილზე დატოვა, რის გამოც დაუბერგავი მინიმუმის აღება 2016 წელს აღარ იქნება შესაძლებელი.

კომენტარები