პროგრამა - აწარმოე საქართველოში

კვირიკაშვილი: სირცხვილია ივანიშვილს დააბრალო, რომ რაღაც შეღავათით სარგებლობს

ტაბულა

სირცხვილია, ადამიანს, რომელსაც მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული, დააბრალო, რომ რაღაც შეღავათით სარგებლობს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

კვირიკაშვილი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფონდის მიერ მიღებული ყველა შეღავათი საკუთარი სახსრებით დაფაროს.

"ამ პროგრამის მომხმარებლებს იმის მიხედვით არ არჩევს, თუ ვის რა ფინანსური მდგომარეობა აქვს. ამ პროგრამით სარგებლობა ყველა ბიზნესმენს შეუძლია. სირცხვილია, რომ ადამიანს, რომელსაც მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში ქველმოქმედებაში დახარჯული, უკიჟინო, რომ კომერციულად არამიმზიდველ ადგილას 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს და იქ მას დააბრალო, რაღაც შეღავათით სარგებლობს. ეს არის ნამდვილად სირცხვილი და არავის ეკადრება ამის გაკეთება. საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში შემოსული იმპორტის თითქმის მესამედი ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები