პოლიცია

კუბლაშვილი: პრემიერმა ივანიშვილის მითითების შემდეგ გვეძახა ფარისევლები

ტაბულა

დაღუპული პოლიციელების ოჯახებისათვის დამატებითი სოციალური გარანტიების შექმნის შესახებ კანონპროექტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარლამენტში დღეს შეიტანეს. ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ოპოზიციის წევრები თვალთმაქცობას უწოდებენ და ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ დაარეგიტრირებს პარლამენტში კანონპროექტს, მთავარია ამ ადამიანებმა მიიღონ სოციალური მხარდაჭერა. 

"ჩვენი კანონპროექტი მზად არის, რომელიც გუშინ დავაანონსეთ და დღეს შეგვაქვს უკვე საორგანიზაციო დეპარტამენტში. თუ მათ აქვთ მზაობა, რომ პოლიციელებისთვის უფრო ხელშესახები გახადონ სოციალური დაცვის ეს პირობები - მიიღონ ეს კანონპროექტი. ბიძინა ივანიშვილის მითითების შემდეგ გახდა საჭირო, რომ ვიღაცეებისთვის ფარისევლები ეძახა და შემდეგ ეთქვა, რომ მას აქვს ეს ინიციატივა. ბოლომდე თავის თავზეც ვერ დაიბრალა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებო", - თქვა პავლე კუბლაშვილმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემეირმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილი პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გათანაბრდება. მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და უახლოეს დღეებში გადაიგზავნება პარლამენტში. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ "ფარისეველმა ნაციონალური მოძრაობამ ეს კანონპროექტი არ უნდა მიიითვისოს", რადგან სამხედროების ოჯახებისთვის ერთჯერადად 100-ათასლარიანი კომპენსაციის დაწესება ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო. 

კომენტარები