ბოსტონის ტერაქტი

ჯოხარ ცარნევი ბრალდებულად ცნეს, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება

2013 წლის ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ბრალის 30-ვე პუნქტში, მათ შორის იმ 17-ში, რომელიც კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. აშშ-ს რაიონული სასამართლოს იმავე მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, მიუსჯიან ეთნიკურად ჩეჩენ ცარნაევს სიკვდილით დასჯას თუ სამუდამო პატიმრობას, ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე.

ცარნაევი დამნაშავედ ცნეს ბოსტონის ტერაქტის შედეგად 3 ადამიანის გარდაცვალებაში, 264 ადამიანის დაჭრასა და აფეთქებიდან ოთხი დღის შემდეგ, პოლიციელის მოკვლისთვის.

ამერიკული პრესის ცნობით, განაჩენის გამოცხადებისას ცარნაევი იდგა თავდახრილი. სასამართლო დარბაზი სავსე იყო მარათონზე დამსწრე გადარჩენილი პირებით, მათ შორის იყვნენ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრები.

დაცვის მხარემ სასამართლო დაიწყო აღიარებით, რომ 2015 წლის 15 აპრილს ჯოხარ ცარნაევმა ნამდვილად მოაწყო აფეთქება, თუმცა მათი მტკიცებით, ეს მან მისი უფროსი ძმის, ტამერლან ცარნაევის მითითებით გააკეთა, რომელიც ტერაქტის შემდეგ პოლიციამ ორმხრივი სროლის დროს მოკლა. თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინეს.

კომენტარები