1989 წლის 9 აპრილი

პრემიერი 9 აპრილზე: ქართველმა ხალხმა მორალური გამარჯვება მოიპოვა

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი შეფასებით, 1989 წლის 9 აპრილს დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მორალური გამარჯვება მოიპოვა.

"26 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს უმძიმესი დღე იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავე დროს ეს დღე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ამ დღეს მშვიდობიანმა, მაგრამ თავგანწირულმა ბრძოლამ ყველა თაობა გააერთიანა და, დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მორალური გამარჯვება მოიპოვა. თავისუფლებისკენ სწრაფვა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ვერაფერმა შეაჩერა - 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. მათი სახელები ჩვენთვის მუდამ დარჩება თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის მაგალითად", - ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

კომენტარები