პოლიციელის მკვლელობა

ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში 12:00-ზე დაიწყება

მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. პანაშვიდი 12:00 საათზე, ხოლო გამოსვენების ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება. 

შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი 4 აპრილს, ვარკეთილში მოკლეს. ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია იანვრიდან ეძებს. შალვა აბულაძე ბორჯომში პოლიციელის მკვლელობაშიც არის ბრალდებული.

კომენტარები