ირანის ბირთვული პროგრამა

ირანის პრეზიდენტი დასავლეთს პირობას უყენებს

thehackernews.com

ირანი ატომური პროგრამის შესახებ შეთანხებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ დასავლური სანქციები თეირანის წინააღმდეგ იმავე დღეს გაუქმდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება მოგებიანი ყველა მხარისთვის უნდა იყოს. ლოზანაში მიღწეული შეთანხმებით, ირანმა საკუთარი ბირთვული პროგრამა უნდა შეკვეცოს და საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას. როუჰანიმ ასევე დაგმო სამხედრო ოპერაცია იემენში, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს. მანამდე ირანი იემენელი მეამბოხეების მხარდაჭერისთვის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკრიტიკა.

"ნუ კლავთ უდანაშაულო ბავშვებს. დიდი იემენელი ხალხი დაბომბვებს არასდროს დანებდება. ვიფიქროთ ომის დამთავრებაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ირანს არასდროს სურდა ატომური იარაღის შექმნა, არ სურს და არც მომავალში მოისურვებს. მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა რომ გვინდოდეს, ქიმიურ იარაღს შევქმნიდით, რომლის წარმოებაც ბევრად ადვილია", - განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

კომენტარები