პოლიციელის მკვლელობა

13:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

RFE/RL

13:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. 

ბრიფინგი, სავარაუდოდ, პოლიციის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის დაკავებას ეხება.

გავრცელებული ინფორმაციით, შალვა აბულაძე ბორჯომში დააკავეს. მას სამართალდამცველები იანვრიდან ეძებენ. ბრალდებულმა ერთი პოლიციელი იანვარში მოკლა, მეორე კი, 4 აპრილს.

პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას. 

კომენტარები