თბილისის საქალაქო სასამართლო

შალვა აბულაძის მეგობარ რამინ მამედოვს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა აბულაძის მეგობარს რამინ მამედოვს აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე ჩვენება შეცვალა და ბრალდება აღიარა. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულს ან მის ახლობელს გირაოს თანხის უზრუნველყოფა უძრავი ქონებითაც შეუძლია. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს, 12:00 საათზე დაინიშნა. 

რამინ მამედოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. შსს-მ წუხელ მისი ოჯახის წევრებიც დაკითხა. რამინ მამედოვის დედის მტკიცებით, მას სამართალდამცველები დაემუქრნენ, რომ თუ არ ეტყოდნენ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელს, მის მეორე შვილს და მეუღლესაც დააკავებდნენ. ის აცხადებს, რომ შალვა აბულაძე ბოლოს 3-4 თვის, პოლიციელების მკვლელობამდე ნახეს. დაკავებული მამედოვის ძმის თქმით, სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადებითა და დაკავებით მასაც დაემუქრნენ. 

ამასთან, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დღეს დილით დააკავეს. 

კომენტარები