პოლიციელის მკვლელობა

შსს უარყოფს აბულაძის ნათესავის ინფორმაციას, რომ ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე სამართალდამცველებს არ ჩაბარებია.  

"მინისტრის ხელმძღვანელობით ეს სპეცოპერაცია ჩატარდა პროფესიონალურად. დანაკარგების გარეშე. მადლობა თითოეულ დანაყოფს და პოლიციელს ვინც შალვა აბულაძის აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა. ზოგიერთები ცდილობენ არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს ის თავად ჩაბარდა, ეს არის ტყუილი. და ამ ინფორმაციას ავრცელებენ ის ადამიანები ვინც საერთდ არ ყოფილა ადგილზე სპეცოპერაციის დროს და არიან შალვა აბულაძის ახლობლები. აბულაძემ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ცდილობდა გაქცევას, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს,"- აცხადებს ნინო გიორგობიანი,

შალვა აბულაძის ნათესავის დავით როკეტიშვილის მტკიცებით კი, ბრალდებულმა სამართალდამცავების მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია თავად მიაწოდა და ჩაბარდა. 

"შალვამ პოლიციას თვითონ დაურეკა, ვერ გაუძლო ზეწოლას, რაც მის ახლობლებზე მიმდინარეობდა. ხალხს უდებდნენ ნარკოტიკებს და ვერ მოისვენებდა, დაურეკა პოლიციას, მოვიდა პოლიცია, იარაღი გადმოყარა ფანჯრიდან მერე ცოტა ხანს ილაპარაკეს და დააკავეს," - განუცხადა დავით როკეტიშვილმა რუსთავი 2-ს.

კომენტარები