პოლიციელის მკვლელობა

იზორია: ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ შალვა აბულაძე პოლიციას ჩაბარდა

police.ge

ტელეკომპანია იმედის გადაცემა ქრონიკაში სტუმრობისას, შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბრალდებული შალვა აბულაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა.

"გავრცელდა ინფორმაცია, მისი [შალვა აბულაძის] მეგობრებისა და ახლობლების მხრიდან, რომ მან განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია, შესაბამისად, თითქოს მან კეთილი ნება გამოხატა, რომ ჩაბარდებოდა, ეს ყველაფერი არის ტყუილი.

მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია, მით უფრო ტელეფონის საშუალებით, მეგობრებთან და ჩვენთან, ჩვენ როგორც გითხარით ვფლობდით ოპერატიულ ინფორმაციას და ამ ინფორმაციების გადამოწმება მიმდინარეობდა, არა მხოლოდ ერთ ობიექტზე, არამედ რამდენიმე ობიექტზე. შესაბამისად, სწორედ ამ ერთ-ერთ ობიექტში აღმოჩნდა მიმალული ძებნილი", - განაცხადა იზორიამ.

კომენტარები