უეფას ჩემპიონთა ლიგა 2014-15

ანჩელოტი: ატლეტიკოსთან ორივე მატჩის მოგება არ არის აუცილებელი

ზინედინ ზიდანი, კარლო ანჩელოტი და ფლორენტინო პერესი
skysports.com

14 აპრილს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში, მადრიდის ატლეტიკო თანაქალაქელ რეალს უმასპინძლებს.

დიეგო სიმეონეს გუნდი ამ სეზონში, კრიშტიანო რონალდუსა და კამპანიასთან გამართული 6 შეხვედრიდან არცერთში არ დამარცხებულა. ამის მიუხედავად, ბუკმეკერები უპირატესობას რეალს ანიჭებენ, თუმცა, სპეციალისტების აზრით, შანსები თანაბარია.

"მათ რამდენიმე პოზიციაზე უფრო ნიჭიერი ინდივიდუალისტები ჰყავთ, ვიდრე ჩვენ. გასულ თამაშებზე არ ვფიქრობ, რადგან ვიცი - ეს განსხვავებული იქნება და ფეხბურთელები სულ სხვა მოტივაციით ითამაშებენ.

მათ არაჩვეულებრივი მოთამაშეები ჰყავთ და ჩვენ თითოეულ მათგანს პატივს ვცემთ. ჩვენ ვერ ავირჩევთ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ მე ვეთაყვანები ანჩელოტის, როგორც კაცს - ის არასოდეს ცვლის სიტყვას, მიუხედავად იმისა, იგებს თუ აგებს. ყოველთვის საამაყოა საუკეთესოსთან ჭიდილი და კარლო მათგან ერთ-ერთია", - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დიეგო სიმეონემ.

რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, რეალის დამრიგებელის აზრით, სულაც არ არის აუცილებელი, მისმა გუნდმა ორივე მატჩი მოიგოს.

"ამ სეზონში თითოეული მარცხი ატლეტიკოსთან განსხვავებული იყო. ჩვენ არ გვჭირდება ორივე შეხვედრის მოგება, რადგან ფრეც საკმარისი შეიძლება იყოს. მოხარული ვარ, რომ მოახლოებული მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. კარგად სათამაშოდ, ჩვენი იარაღის გამოყენება მოგვიწევს: ინდივიდუალური ტალანტი და სწრაფი, შემტევი თამაში. ფეხბურთი არც ისე ჩახლართული თამაშია..," - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

 

 

კომენტარები