მარსი

NASA-ს რობოტმა მარსის ნიადაგის ზედაპირზე წყლის არსებობის ახალ ნიშნებს მიაკვლია

Alamy / Stocktrek Images, Inc

მარსის ნიადაგის ზედაპირზე NASA-ს რობოტმა Curiosity-მ წყლის არსებობის ახალ ნიშნებს მიაკვლია. ამ დრომდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ წითელი პლანეტის პირობები მეტისმეტად ცივი და უნაყოფო იყო თხევადი წყლის არსებობისთვის, თუმცა არსებობდა მტკიცებულება, რომ აქამდე წყალი გაყინულ მდგომარეობაში მოიპოვებოდა.

"დღევანდლამდე არსებული წყაროები მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ მარსზე წყალი იქნებოდა მხოლოდ მუდმივი ყინულის სახით. ეს არის პირველი შემთხვვა, როდესაც წყალი თხევად მდგომარეობაში აღმოაჩინეს", - განაცხადა Mullard Space-ის პლანეტარული მეცნიერების განყოფილების უფროსმა, პროფესორმა ენდრიუ ქოუთსმა.

ბოლო აღმოჩენების მიხედვით, მარსის ნიადაგი მარილწყლით არის დატენიანებული. სითხეში მარილის შემცველობა მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის გაყინვის დონეს. თუკი ეს სითხე გაერევა კალციუმის პერქლორატიან წყალს, წყალი არ გაიყინება -70 გრადუსზეც კი, მარილი ასევე იწოვს წყლის ანაორთქლს ატმოსფეროდან.

Gale-ის კრატერში წარმოებულმა გაზომვებმა აჩვენეს, რომ ზამთრის ღამეების განმავლობაში, მზის ამოსვლამდე, ტემპერატურისა და ტენიანობის დონე თხევადი მარილწყლის ფორმირებისთვის იდეალური იყო.

როგორც წესი, თხევადი წყლის არსებობა სიცოცხლის არსებობის ძირითად ნიშნად ითვლება, თუმცა, მეცნიერების თქმით, უახლოესი აღმოჩენები სავარაუდოდ ვერ შეცვლიან იმ აზრს, რომ თუ მარსზე ოდესმე სიცოცხლე არსებობდა, ის ალბათ მილიარდზე მეტი წლის წინ შეწყდა.

კომენტარები