კრიმინალი

გურიაში რომპეტროლის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გურიაში რომპეტროლის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა ოზურგეთში დილის 5 საათზე მოხდა. როგორც რომპეტროლის თანამშრომლები რუსთავი 2-თან საუბარში ამბობენ, მათ თავს რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღის მუქარით სეიფთან მიიყვანა. მათივე თქმით, თავდამსხმელებმა 500 ლარამდე თანხის წაღება მოახერხეს. 

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

კომენტარები