ტერორიზმი

ალ-აბადი ISIS-ის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვს

vov.vn

ერაყის პრემიერმინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი, დღეს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან გამართულ შეხვედრაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციებს განიხილავს. ალ-აბადის იმედი აქვს, რომ ISIS-თან უკანასკნელ ბრძოლებში მოპოვებული წარმატება აშშ-ის მხრიდან მეტ ინვესტიციებს შეუწყობს ხელს.

ალ-აბადის თქმით, აშშ-ის მონაწილეობამ ISIS-ის წინააღმდეგ წარმოებულ თავდასხმებში, ისევე როგორც სამხედრო წვრთნებმა და საბრძოლო იარაღით დახმარებამ, დიდი როლი ითამაშა ოპერაციების წარმატებით დასრულებაში. თუმცა, მისი თქმით, საბოლოო მიზნის მისაღწევად საერთაშორისო კოალიციის უფრო დიდი მხარდაჭერაა საჭირო.

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯოშ ერნსტის თქმით, აშშ ალ-აბადის მოთხოვნას გაითვალისწინებს.

“თუ პრემიერმინისტრს რაიმე კონკრეტული იდეები ექნება, სადაც ჩვენი მხარდაჭერა იქნება საჭირო, ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ერნსტმა შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ერაყისა და აშშ-ის კოალიციამ ქალაქი ტიკრიტი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლა.

კომენტარები