სროლა

სროლა 47-ე სკოლასა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

metro.us

დღეს დილით სროლა იყო ჩიტაძის ქუჩაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 47-ე სკოლის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ჰაერში რამდენიმეჯერ გაისროლა. შემთხვევა სწავლების მიმდინარეობისას, 9:30 საათზე მოხდა.

სროლის შედეგად სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა, თუმცა, ზოგიერთმა მოსწავლემ სკოლა დატოვა.

სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი უკვე დააკავეს. შსს-მ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები