ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კაბელების საქმის წინასასამართლო განხილვა გრძელდება. სხდომა მოსამართლის დავით ჯუღელის გადაწყვეტილებით დაიხურა. სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ნუსხის დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს. დაცვის მხარემ შესაძლოა დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობაც დააყენოს. ადვოკატების თქმით, ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების პატიმრობის აუცილებლობა არ არსებობს, ბრალდება კი მათი გათავისუფლების საფუძველს ვერ ხედავს.

თავდაცვის სამონისტროს ყოფილი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ირაკლი ალასანიას თანაგუნდელებიც ითხოვენ. თავისუფალი დემოკრატები ამბობენ, რომ ისინი დაკავებულებს თავდებად უდგებიან და მათ სხვა პარტიებისა და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნები უერთდებიან.

კაბელების საქმის წინასასამართლო განხილვა 1-ლ აპრილს დაიწყო. მაშინ ის დაცვის მხარის შუადგომლობით დაიხურა. ადვოკატებმა თქვეს, რომ მათ მტკიცებულებათა ნუსხაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები იყო. თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები