მოწვეული პროკურორები

ვოლსკი: მოწვეული პროკურორები ბიუჯეტიდან ხელფასს მიუკერძოებლობაში იღებენ

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფში შემავალი პროკურორები ხელფასს ბიუჯეტიდან იმისთვის იღებენ, რომ იყვნენ მიუკერძოებლები და ობიექტურები. ენმ-ის განცხადებით, მოწვეული უცხოელი პროკურორები ბიუჯეტიდან თვეში 35000 დოლარს იღებენ, ხოლო წელიწადში დაახლოებით 1 000 000 ლარს.

ვოლსკის განცხადებით, პროკურორები "ანაზღაურებას სწორედ იმ საქმეში იღებენ, რომ იყვნენ დამოუკიდებლები და კომპეტენციის ფარგლებში განიხილონ ის თემები, რაზედაც ჩამოსულები არიან. ამ დონის იურისტები თავის სახელს და კომპეტენციას არ ანაცვალებენ არანაირ ხელფასს. ხელფასს სწორედ იმაში იღებენ, რომ იყვნენ მიუკერძოებლები და ობიექტურები. ბიუჯეტი იმისთვისაა - იმისთვის უხდიან თუნდაც პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, რომ იყვნენ მაღალპროფესიონალები, მიუკერძოებელი და დეპოლიტიზებული. არა მარტო ეს ადამიანები, არამედ სხვები, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასს იღებს".

კომენტარები