საქართველოს ეკონომიკა

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

jornadadiaria.com

მსოფლიო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება, რაც საქართველოს ბიუჯეტით დაგეგმილზე 3%-ით ნაკლებია. 2015 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.7%-ს შეადგენს. 

2014 წელს 4.8%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო 151 განვითარებად ქვეყანას შორის 52-ე იყო, ხოლო 2015 წლის პროგნოზის (2%) მიხედვით 115-ე პოზიციას იკავებს.

მთავრობა 2015 წლის დასაწყისში ბიუჯეტში სამიზნე ეკონომიკური ზრდის შემცირებას გეგმავდა, თუმცა ამ მიმართულებით მთავრობის აქტივობა უკვე რამდენიმე თვეა არ შეინიშნება. თუკი 2015 წლის ბიუჯეტი ისევ 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დარჩება, ეს იმის რისკს ზრდის, რომ 5%-იანი ზრდით გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტში ვერ შევა. მთავრობა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ბიუჯეტის ხარჯების შემცირებასაც გეგმავს, თუმცა ხარჯების შემცირების დოკუმენტი პარლამენტში ამ დრომდე არ არის შესული. 

კომენტარები