ევროზონა

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის კონფერენციაზე თავს დაესხნენ

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტს მარიო დრაგის კონფერენციაზე თავს დაესხნენ. დრაგი ამ დროს ევროზონის შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკასა და სამიზნე ინფლაციის მიღწევის შესახებ კითხულობდა მოხსენებას. 

მარიო დრაგის თავს ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მოწიააღმდეგე ქალი დაესხა, რომელიც დრაგის მაგიდაზე ახტა და მისი ფიზიკური დაზიანება სცადა. თავდასხმის შედეგად მარიო დრაგი არ დაშავებულა და მოხსენება თავდასხმის შემდეგ მალევე გააგრძელა. 

მარტში ფრანკფურტში ევროპის ცენტრალური ბანკის შენობასთან ევროპის ეკონომიკური პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქციები გამართეს, რა დროსაც აქტივისტებმა დაწვეს ავტომანქანები და პოლიციას ქვები დაუშინეს. 

მარიო დრაგის თქმით, გასული თვის განმავლობაში დაწყებულ სტიმულებზე ეკონომიკა დადებითად რეაგირებს. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონაში დეფლაციური რისკების თავიდან აცილების მიზნით მონეტარული პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეარბილა, რითიც ბაზარზე დამატებთი ფინანსების მიწოდება და ევროს ინფლაციის ზრდა მოხდა. 

კომენტარები