ქართველები სირიაში

ნორლანდი პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წაყვანას ეხმაურება

ტაბულა

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გაყვანის ფაქტებს ეხმაურება.

"ყველა ქვეყანა, მათ შორის, ევროპა და ამერიკაც დგას იმ პრობლემის წინაშე, როდესაც ახალგაზრდები გარკვეული პირების მხრიდან რადიკალიზაციის მსხვერპლი ხდებიან. ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა ჩაერთოს სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროები, რათა ეს პროცესი შეჩერდეს. ამ მხრივ საქართველო არ არის უნიკალური შემთხვევა. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აფასებს იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩამოგვიყალიბდა ამ პრობლემის გადაჭრის საკითხებში", - თქვა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პანკისიდან სირიაში არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი წავიდნენ. 

კომენტარები