საზღვარზე უკანონო გადაყვანა

საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის და საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

1983 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ც. 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ნაირა ა. და 1987 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე ფერუზა კ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ც-ს თავის მფლობელობაში არსებული ფორდ-ტრანზიტის მარკის მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის დათვალიერებისას აღმოჩინეს ფარული სამალავი, მასში დამალული ნაირა ა. და ფერუზა კ. ისინი ფარულად, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას.

გამოძიება გიორგი ც-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის (სსსკ-ის 344-ე მუხლის პრიმა მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) ხოლო ნაირა ა. და ფერუზა კ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი).

კომენტარები