რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

შტაინმაიერი: რუსეთის იზოლაციაში მოქცევა ჩვენს ინტერესებში არ შედის

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/maiapanjikidzeofficial

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებას ბოლომდე შეასრულებს - ამის შესახებ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

დიპლომატების ორდღიანი შეხვედრა გერმანიის ქალაქ ლიუბეკში გაიმართა.  ისინი მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაში სწრაფი პროგრესის მიღწევისკენ მოუწოდებენ.

„სანქციები არ არის თვითმიზანი, მათი ხანგრძლივობა მკაფიოდ უნდა იყოს დაკავშირებული რუსეთის მიერ შეთანხმების შესრულებასა და უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემასთან“, - აცხადებენ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიდი შვიდეული, რომელმაც საკუთარი რიგებიდან რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხა, რუსეთის იზოლაციით დაინტერესებული არაა.

„არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვაქვს ინტერესი, რომ რუსეთი იზოლაციაში მოვაქციოთ, მაგრამ ეს მინსკის შეთანხმების პატივისცემაზე და უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა შტაინმაიერმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები