ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა თურქეთს სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა, რომლითაც თურქეთს სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა, რათა ამით ხელი შეუწყოს სომეხი და თურქი ხალხების ნამდვილ შერიგებას.

ევროპარლამენტარები ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისკენ და საზღვრების გახსნისკენ მოუწოდებენ.

თურქეთის საგარეო უწყებამ რეზოლუციას აბსურდული და მცდარი უწოდა და განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობას გაართულებს.

კომენტარები