ტელეკომუნიკაცია

ფინური Nokia ფრანგულ Alcatel-Lucent-ს $16.6 მილიარდად შეიძენს

Roni Rekomaa/Lehtikuva / AP

ფინური Nokia სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფრანგულ მწარმოებელ Alcatel-Lucent-ს იყიდის. გარიგების ღირებულება $16.6 მილიარდს შეადგენს. გარიგებით შექმნილ კომპანიას Nokia Corporation ერქმევა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გარიგების შედეგად მიღებულ კომპანიაში სულ 114 ათასი დასაქმებული იქნება და ის Ericsson-ის შემდეგ მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ტექნიკის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი იქნება. Ericsson-ი ამ ბაზრის 40%-ს იკავებს, გარიგებით მიღებული კომპანია კი 35%-ს დაიკავებს. 

Nokia-მ გასულ წელს სმარტფონების წარმოების ნაწილი Microsoft-ს $29.5 მილიარდად მიყიდა.

Alcatel-Lucent-ი სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბაზარზე შედარებით მცირე მოთამაშე იყო, რომელმაც გასული წელი წაგებით დაასრულა. კომპანიის ბრუნვამ გასულ წელს სულ $13.4 მილიარდი შეადგინა.

Nokia 2007 წლამდე სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის გიგანტი იყო, თუმცა, Apple-ის მიერ iPhone-ის შექმნის შემდეგ, პოზიციები დაკარგა.

კომენტარები