უეფას ჩემპიონთა ლიგა 2014-15

გვარდიოლა: ძალიან იმედგაცრუებულები ვართ

0 კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი, მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად - პორტუსთან გამართა და მოულოდნელად 3:1 დამარცხდა. ალონსოს, დანტესა და ბოატენგის შეცდომები, გვარდიოლას გუნდს ძვირად დაუჯდა. თუმცა, ამავე დროს, პორტუგალიელებმა შესანიშნავი დაცვითი ფეხბურთი აჩვენეს და შეტევაშიც, კვარეშმამ და მარტინესმა შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს. ახლა, ბაიერნს განმეორებითი მატჩისას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეს.

"მატჩის დაწყებიდან 10 წუთში უკვე ორი ბურთის სხვაობით ვაგებდით და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იყო. მეორე გოლის გაშვების შემდეგ, საკმაოდ კარგად დავიწყეთ თამაში, მაგრამ, ამავე დროს, პორტუც ძალიან კარგად იცავდა თავს. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა განმეორებითი მატჩისთვის მოსამზადებლად 6 დღე გვაქვს. პორტუს თამაშის ხარისხით გაკვირვებული არ ვყოფილვარ, ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, რომელსაც შესანიშნავი შემტევები ჰყავს", - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები