მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე ავტომობილების გაქურდვის გუშინ მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაბულას უდასტურებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 7 ავტომობილია გაქურდული. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთიდან ფულია წაღებული.
გაქურდული ავტომობილების ზუსტი რაოდენობის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან შსს თავს იკავებს. ასევე არ ამბობს, რა მუხლითაა გამოძიება დაწყებული.
ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.