ქამრების შემოჭერა

ფოთის მერისთვის ბიუჯეტიდან 4 939 ლარის ღირებულების ტელევიზორი შეიძინეს

ირაკლი კაკულია - ფოთის მერი
ქართული ოცნება

ფოთის მერის კაბინეტისთვის ბიუჯეტიდან 4 939 ლარის ღირებულების ტელევიზორი შეიძინეს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები საუბრობენ.

"ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი კაკულიას, ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან დაკავშირებით, პირადი კომფორტისთვის შეიძინოს და კაბინეტი მოაწყოს ძვირადღირებული აპარატურით. კონკრეტულად საუბარი გვაქვს ტელევიზორზე. იმ ეტაპზე, როდესაც ბიუჯეტიდან ამოგვაქვს ერთჯერადი მატერიალური დახმარება, იმ ეტაპზე, როდესაც ქალაქში არ კეთდება არაფერი", - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ფოთის მერიაში კი განმარტავენ, რომ ტელევიზორი "წმინდა საინფორმაციო დანიშნულების შენაძენია".

"ეს არ არის კომფორტის მიზნით შექმნილი, ეს არის წმინდა საინფორმაციო დანიშნულების შენაძენი. შევიძინეთ თებერვლის თვეში, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მთავრობის მიერ გვექნებოდა მითითებული ე.წ. ქამრების მოჭერის თაობაზე", - ამბობენ მერიაში.

კომენტარები