მყინვარწვერი

მყინვარწვერზე ავსტრიელი ტურისტები გარდაცვლილები იპოვეს

მყინვარი
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

მყინვარწვერზე ავსტრიელი ტურისტები დაიღუპნენ. მთამსვლელ ქალსა და მამაკაცს მაშველები დღეს დილიდან ეძებდნენ. მწვერვალზე უცხოელი ტურისტები რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ დაბანაკებულები. გუშინ მათ ადგილი დატოვეს, რის შემდეგაც მათთან კავშირი გაწყდა. ბანაკში დარჩენილი ალპინისტები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს დაუკავშირდნენ.

ტურისტებს სავარაუდოდ გზა აერიათ და გარდაცვალების მიზეზი გაყინვა გახდა. ცხედრები სტეფანწმინდის პროზექტურაში გადაასვენეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ავსტრიელ ტურისტებს მაშველებმა მყინვარწვერზე ასვლამდე რამდენჯერმე მისცეს გაფრთხილება, უამინდობის გამო თავი შეეკავებინათ ლაშქრობისგან.

კომენტარები