კრიმინალი

ხაშურში 33 წლის მამაკაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ხაშურში 33 წლის მამაკაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული ჯუდუ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ხაშურში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, 1982 წელს დაბადებულ მიხეილ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჯუდუ ო. მომხდარიდან რამდენიმე საათში ხონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები