საქართველოს პარლამენტი

ბადაშვილის პარლამენტში დაბარებაზე დეპუტატები ბიუროს სხდომაზე მსჯელობენ

მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი

მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარების საკითხზე დეპუტატები ამ წუთებში ბიუროს სხდომაზე მსჯელობენ. გიორგი ბადაშვილის პარლამენტში დაბარებას მხარს უჭერენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და თავისუფალი დემოკრატები. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ბადაშვილის უწყების მიმართ ბევრი შეკითხვა დაგროვდა და აუცილებელია, რომ პარლამენტმა მონიტორინგის ფუნქცია განახორციელოს. უმრავლესობის წევრებს კი მთავარ პროკურორთან შეკითხვები არ აქვს.  

მთავარი პროკურორის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების საკითხის კენჭისყრაზე გასატანად დამსწრე დეპუტატათა უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.

კომენტარები