რეკლამა

ფუდპანდამ სამი წლის განმავლობაში 200 მლნ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა

Foodpanda.ge

საკვების ონლაინ შეკვეთის საერთაშორისო კომპანია ფუდპანდა მსოფლიო ბაზარზე ლიდერობისკენ ისწრაფვის. მიზნის მისაღწევად, 2012 წლიდან, კომპანიამ 200 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსების მოპოვება შეძლო.

დღეს ფუდპანდა მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) და ვებ გვერდის - www.foodpanda.ge - საშუალებით, საკვების შეკვეთის ყველაზე კომფორტულ მეთოდს გთავაზობთ. ფუდპანდას 40 ქვეყანაში 45 ათასზე მეტი პარტნიორი ჰყავს და 32 ქვეყანაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

ძირითადი კონკურენტების შესყიდვის შემდეგ, ინდოეთში, მექსიკაში, რუსეთში, ბრაზილიაში, ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აზიაში, კომპანია ტექნოლოგიებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობას კიდევ უფრო აძლიერებს.

სულ ახლახანს კი, კომპანიამ მთავარი პარტნიორი Rocket Internet-ისგან, ასევე სხვა არსებული და ახალი ინვესტორებისგან 110 მილიონი დოლარის მოცულობის დაფინანსება მიიღო.

Rocket Internet ფუდპანდას (www.foodpanda.ge ) მთავარი პარტნიორია და საკვების ონლაინ შეკვეთის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს ბიზნეს ინკუბატორს წარმოადგენს ელექტრონულ კომერციაში. ერთი თვის წინ Rocket Internet-მა კომპანია “Talabat”-ის აქციების 100% შეისყიდა, რომლის ღირებულებამ დაახლოებით 150 მილიონი ევრო შეადგინა. კომპანია Talabat კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს მათ ლიდერობას ორ მნიშვნელოვან ბაზარზე, კერძოდ, საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, რომლებიც მაღალი დონის სმარტფონების ინტეგრაციითა და ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივებით გამოირჩევიან.

ბიზნეს ინკუბატორის მიღწევებზე საუბრობენ ექსპერტებიც, რადგან ეს ბიზნესი საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროების ბაზრებზე კომპანია Talabat-ის გავლენით გახდება შესაძლებელი, რომელიც საკვების შეკვეთის ბაზარზე შუა აღმოსავლეთში მთავარი მოთამაშეა. კუვეიტში დაფუძნებული საკვების მიტანის სერვისი აღნიშნული ტერიტორიის გარდა, აქტიურობს საუდის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ასევე ბარაინში, ომანსა და კატარში. ამ ეტაპზე, ისინი 1300 -ზე მეტ რესტორანთან თანამშრომლობენ, რომელთა შორისაა ცნობილი და ძლიერი ბრენდები - Burger King, KFC, JonnyRocket, Hardees, TGI Fridays, Pizza Hut, PizzaExpress, Papajohn და Subway.

„საკვების შეკვეთის სექტორში სამომავლოდ დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. Rocket Internet ახლადშექმნილი Global Online Takeaway Group-ის დახმარებით მნიშვნელოვანი ბაზრების კონსოლიდირების წინაპირობაა და ონლაინსექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება. შუააღმოსავლეთი ერთ-ერთი ანალოგიური ბაზარია დიდი ზრდის პერსპექტივით, შესაბამისად, Talabat.com-ის შეძენა ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“ - განაცხადა Rocket Internet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ სამვერმა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფინანსური გაძლიერება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და პროდუქტის განვითარებას განაპირობებს. ფუდპანდა აქცენტს სამომხმარებლო სერვისებსა და კლიენტების ლოიალურობაზე აკეთებს, რაც სერვისს კიდევ უფრო კომფორტულსა და მეგობრულს ხდის.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ონლაინ საკვების მიტანის სფეროში დიდი პოტენციალის მქონე განვითარებად ბაზრებზე სოლიდური პოზიცია დავიკავეთ. ნებისმიერი ახალი დაფინანსება შესაძლებლობას იძლევა გაზრდილი მასშტაბებით მოვახდინოთ კონცენტრირება მომხმარებლებზე ახალი და უფრო კომფორტულ სერვისების შეთავაზებით. ჩვენ შევძლებთ ჩავანაცვლოთ პიცის ფლაერებითა და ტელეფონის ზარებით განხორციელებული შეკვეთები რეალური ალტერნატივით “ - განაცხადა ფუდპანდა ჯგუფის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რალფ უენცელმა.

კომენტარები