კანის კინოფესტივალი 2015

კანი 2015 ვუდი ალენის, გას ვან სენტის, ნანი მორეტის ფილმებს უმასპინძლებს

0 კომენტარი
ფოტო: behance.net

კანის კინოფესტივალმა წლევანდელი ოფიციალური საკონკურსო პროგრამის მონაწილეების სია გამოაქვეყნა.

კანის 68-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წელს წარმოდგენილი ფესტივალის ფავორიტების მატეო გარონეს, გას ვან სენტის, ნანი მორეტის, იორგოს ლანთიმოზისა და ჟაკ ოდიარის უახლესი ნამუშევრები იქნება.

კანის საკონკურსო პროგრამას დაუბრუნდება „დიადი სილამაზის“ რეჟისორი პაოლო სორენტინო და ნამუშევრის „როგორც მამა, ასევე შვილი“ შემქმნელი ჰიროკაძუ კორეედა. საკონკურსო პროგრამაშივე იღებს მონაწილეობას წლის რამდენიმე მნიშვნელოვანი კინომოვლენა - ჟოაკიმ ტრიერის „ბომბებზე ხმამაღლა“, დენი ვილნიოვის „სიკარიო“ და ჯასტინ კურზელის „მაკბეტი“ მაიკლ ფასბენდერით მთავარ როლში.

წელს კონკურსგარეშე არაერთი საინტერესო ნამუშევრის პრემიერა შედგება, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ვუდი ალენის ახალი პროექტი „ირაციონალური კაცი“, ჯორჯ მილერის „შეშლილი მაქსი“ და PIXAR-ის მულტფილმი Inside Out.

კანის 68-ე ფესტივალი 13-24 მაისს გაიმართება და მისი მთავარი საკონკურსო პროგრამის ჟიურის თავმჯდომარეები ძმები კოენები იქნებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები