უკრაინის კრიზისი

უკრაინაში 300 ამერიკელი სამხედრო ჩავიდა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების 173-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის 300 სამხედრო მოსამსახურე ლვოვის აეროპორტში ჩავიდა. მათი მისია უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლების მომზადებაა.გრძელვადიანი მანევრები ლვოვის ოლქში ჩატარდება. ამერიკელი სამხედროების მისია ექვს თვეს გაგრძელდება. მანამდე უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები დიდმა ბრიტანეთმა მიავლინა, თავის სამხედროებს კანადაც გამოგზავნის.

ამერიკელი სამხედროების უკრაინაში ჩასვლას ვლადიმირ პუტინს პრესმდივანი გამეხმაურა. დმიტრი პესკოვის განცადებით, ამერიკელი სამხედროების ქვეყანაში ყოფნა სიტუაციის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

რუსული ჯერები კრაინის აღმოსავლეთში ისევ რჩებიან. ასეთი კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მერი ჰარფმა ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე, რიომ უკრაინაში რუსული ძალები არ არიან. ჰარფმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში სეპარატისტულ ძალებს მეთაურობენ და წვრთნიან. შესაბამისად, მისი თქმით, ამ მიზეზით რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები ძალაში რჩება.

 

კომენტარები