ესტონეთი

ესტონეთის პრეზიდენტი მეუღლეს შორდება

delfi.lv

ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰედრიკ ილვესი მეუღლეს შორდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფოციალურ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ილვესმა და მისმა მაუღლე ეველინმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. ისინი ქორწინებაში 2004 წლიდან იმყოფებოდნენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მეუღლეებმა მიაღწიეს შეთანხმებას 12 წლსი ქალიშვილზე ერთობლივი მეურვეობის შესახებ. ოჯახის ქონება - არმას რეზიდენცია, ტომას ჰედრიკ ილვესის საკუთრებაში დარჩენა და რეპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციის სტატუსით იქნება გამოყენებული.

განქორწინება ძალაში 30 აპრილს შევა, რის შემდეგაც ეველინ ილვესი პირველი ლედის უფლებებით და პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეუღლეები ამ ფაქტს პირად საქმედ მიიჩნევენ, რომელიც არ უკავშირდება სახელმწიფოს მეთაურის საქმიანობას. ისინი საზოგადოებას და მასმედიას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ მათი ქალიშვილის ინტერესები და საკითს სათანადო გაგებით მოეკიდონ.

61 წლის ტომას ჰედრიკ ილვესი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა. პირველი ქორწინებიდან მას ქალიშვილი და ვაჟი ჰყავს.

კომენტარები