მთავარი პროკურატურა

ცანავა: პროკურატურას აინტერესებდა, რას ვაკეთებდი 2009 წლის 15 ივნისს

ვარკეთილის მუნიციპალიტეტის ყოფილ თანამშრომელს ლაშა ცანავას გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. მისი თქმით, პროკურატურას კითხვები 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დაშლასთან დაკავშირებით ჰქონდა. მაშინ ცანავა პოლიციის თანამშრომელი იყო.
 
"აინტერესებდათ, 2009 წლის 15 ივნისს სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ვუპასუხე, რომ ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. ეს პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთაა. როგორც კი დავუპირისპირდი ქართულ ოცნებას, დაიწყეს ჩემი დევნა. გათვითცნობიერებული მქონდა, რომ ეს ასე მოხდებოდა, მაგრამ ისინი სიმართლეს ვერ მოერევიან" - თქვა ცანავამ.
 
ლაშა ცანავას ადვოკატის გოგა ონიანის თქმით, "ცალსახაა, რომ ეს პოლიტიკური დევნაა".
 
"ალბათ, ამაზე კომენტარი ამ რეჟიმის ფუძემდებლებს - ეკა ბესელიას, გიორგი ვოლსკის, მანანა კობახიძეს და ირაკლი სესიაშვილს უნდა მოვთხოვოთ. ადამიანები, რომლებიც არ ხედავენ იმას, რასაც მთელი საქართველო ხედავს, რომ - ადამიანებს პრობლემები ექმნებათ მხოლოდ მაშინ, თუ ქართულ ოცნებას დაუპირისპირდებიან" - განაცხადა ონიანმა.

კომენტარები