აშშ

აშშ-ის პოლიცია ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ბრალდებულ ქართველ კარატისტს ეძებს

http://www.washingtonpost.com/

ამერიკის შეერთებული შტატების (მონტგომერის) პოლიცია 26 წლის ალექსანდრე ზუმბაძეს ეძებს. ზუმბაძე შტატებში საქართველოდან ჩასული ემიგრანტია.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კარატეს ინსტრუქტორ სუმბაძეს ბრალად ბავშვთა პორნოგრაფიით ვაჭრობა ედება, თუმცა მას შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს - გამოძიება არკვევს, ამყარებდა თუ არა იგი სექსუალურ კავშირს პირადადაც.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამერიკულ მხარეს ალექსანდრე სუმბაძესთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის არ მიუმართავს. შსს აღნიშნავს, რომ თუ ამერიკული მხარისგან იქნება მომართვა, კანონის შესაბამისი ზომები გატარდება. 

კომენტარები