როგოზინის ჩასვლის გამო, ნორვეგიის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა

ria.ru

ნორვეგიის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა კუნძულ შპიცბერგენზე რუსეთის ვიცეპრემიერის დმიტრი როგოზინის ჩასვლასთან დაკავშირებით. ნორვეგია შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს და როგოზინს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს. თუმცა, კუნძულს განსაკუთრებული სტატუსი აქვს და რუსეთის მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის უფლებით სარგებლობენ. რუსეთის ვიცეპრემიერმა არქტიკული სადგურის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ არ გააბრუნეს იგი საპასპორტო კონტროლის გავლის დროს ნორვეგიის ტერიტორიიდან.

ნორვეგიის აღშფოთება როგოზინმა საკუთარ ტვიტერში შურით ახსნა და ოსლოს რეაქცია ჩხუბის შემდეგ ხელების ქნევას შეადარა.

კომენტარები